მემორანდუმი
დავიწყეთ ინსტიტუციონალური თანამშრომლობა
ევროპაში -EAGT აკრედიტებულ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტსა და
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
მე-20 საუკუნეში, უზნაძის ქართული ფსიქოლოგიური სკოლა ლიდერი იყო არსებულ საზღვებში;
21-ე საუკუნეში,
ამ გამოცდილებას გეშტალტ ფსიქოთერაპიული სკოლაც დაემატა. გამოყენებითმა ფსიქოლოგიამ და ფსიქოთერაპიამ მძლავრი იმპულსები მიიღო ჩვენგან და დღეს,
ქართველი გეშტალტთერაპევტები ევროპული ფსიქოთერაპიული თანამეგობრობის ძლიერი და თანასწორი პარტნიორები ვართ.
ქართული თეატრალური და კინოხელოვნება, ასევე გამოირჩევა თვითმყოფადობით. თანამედროვე რეალობაში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური თანამშრომლობა, ურთიერთგამდიდრება, გაძლიერება; შედეგის საერთაშორისო არენაზე ასეთი სახით წარმოჩენა.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ფსიქოდრამის გარშემო ჩვენი გაერთიანება, უზნაძის სკოლის მონაცემების სწავლება სამსახიობო სფეროში, პერსპექტიულია ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. ჩვენი სტუდენტების, ლექტორების და საერთაშორისო რანგის ტრენერების გაცვლა, დიდი გამოცდილების მომტანია.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორის, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT ) თანამშრომლის – პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის და თეატრალური ინსტიტუტის რექტორის, ბატონ გიორგი შალუტაშვილის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განვითარების სფეროში.
გილოცავთ ამ სიახლეს! გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს სამეცნიერო-შემოქმედებით გზაზე!