📢“ფსიქოტრავმასა და კრიზისულ მდგომარეობაზე მუშაობა”🔴🔎 ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიომ ადამიანის მიერ შექმნილი ბევრი კატასტროფა იხილა, რომელსაც მრავალი ურბანული თუ აგროკულტურული ზონების ნგრევა და მსხვერპლი, სოციალური სტრუქტურების განადგურება და უდიდესი დანაკარგი, ქაოსი და აგონია მოჰყვა.
შედეგად, მილიონობით დევნილი უსახლკაროდ დარჩა. მათი მენტალურმა და ფიზიკურმა ჯანმრთელობამ ტრავმატიზაცია განიცადა და ისინი დამოკიდებულნი გახდნენ სხვათა დახმარებაზე, რის გამოც ხშირად თავს დაკარგულად და უიმედოდ გრძნობენ.
ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ მოხალისეობრივად ან ინსტიტუციონალურად, დახმარების გასაწევად მათთვის, ვინც მწვავე სიტუაციაში აღმოჩნდა და ფსიქო-ემოციურ დახმარებას საჭიროებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი მუშაობის სტილი სტრესულია და სირთულეებს იწვევს.
ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც ჩართულია დახმარების პორცესში და ისმენს „მსხვერპლთა“ სულის შემძვრელ ისტორიებს, საჭროებს ქმედუნარიანობის, ემოციური ბალანსის შენარჩუნებას და პიროვნული საზღვრების დაცვას კრიტიკულ სიტუაციებში.
გარდა სამუშაო სირთულეებისა, არსებობს ფიზიკური და მენტალური გადაწვის რისკები. ამიტომაც, პროფესიონალთა მზაობია და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.
ვორკშოპი, რომელსაც გთავაზობთ, ფსიქოთერაპევტების და ფსიქო-კონსულტანტების პრაქტიკული მუშაობის რთულ ასპექტებს შეეხება.
👩🏽‍💼დოქტორი ნურით ლევი ფოკუსში მოაქცევს:
👉🏼პროფესიული გადაწვის საყურადღებო სიმპტომებს;
👉🏼ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტის პიროვნულ საჭიროებებს;
👉🏼ტრავმულ სიტუაციებთან მუშაობის პრინციპებს;
👉🏼თვითდახმარების უნარებს სხვათა დამხმარეებისთვის.📌ვორქშოფი განკუთვნილია:
⭕ ფსიქოლოგების,
⭕ ფსიქოთერაპევტების,
⭕ კრიზისულ სიტუაციებში მოხალისეობრივი აქტივობით დაკავებულ პირთათვის
⭕ ფსიქოლოგიური მუშაობით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.👩🏽‍💼📚ვორქშოფს გაუძღვება :✅დოქტორი ნურით ლევი (Dr.Nurith Levi) – ისრაელი.
PhD, MSW, EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი
საერთაშორისო ტრენერის, სუპერვაიზერის და დამხმარეთა დამხმარეს რანგში, ნურით ლევი მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
EAGT აკრედიტებულ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში მოღვაწეობს თეორია-მეთოდოლოგიის მთავარ ტრენერად და ასევე, სუპერვაიზერის სტატუსით თანამშრომლობს“გეშტალტ კლინიკასთან”.
დოქტორი ნურით ლევი EAGT-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თელ-ავივის Beit-Berl კოლეჯის გეშტალტ პროგრამის აკადემიური დირექტორი და ბენ გურიონის უნივერსიტეტის ემირიტუსია.
იგი მრავალი წელი თავჯდომარეობდა EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომიტეტს და იყო EAGT-ს ადამიანთა უფლებათა და სოციალურ პასუხისმგებლობათა კომიტეტის წევრი. მან დააფუძნა ისრაელის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად.
დოქტორი ნურით ლევი ისრაელის ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველია.მუშაობს ინგლისურ, გერმანულ და ებრაულ ენებზე წყვილებთან, ოჯახებთან და ბავშვებთან – ჯგუფებთან და ინდივიდუალურად.🔴რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 მაისი 18:00 საათი.💰ვორქშოფის საფასური :💶65 ევრო (ექვივალენტი ლარი)

👇🏼
⭕

💶45 ევრო (ექვივალენტი ლარი) – საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებისა და ასოციაციის წევრთათვის.➡📝 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე :
https://forms.gle/HddDk33EVBWrnK9L6📍შეხვედრა შედგება პირისპირ აუდიტორიაში
ცენტრის მისამართია თბილისი, სოლოლაკი, პაოლო იაშვილის 22 ნომერი (ასათიანის ქუჩის კვეთა)⭕ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎0322 292 03 36
📞568 11 99 52