პროექტები და პროგრამები
სასერტიფიკატო კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში
ფუნქციონირებს 2002 წლიდან. კურსდამთავრებულები წარმატებით იყენებენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ მუშაობაში. სწავლა – შაბათ-კვირას 11:00-14:00; სწავლის ხანგრძლივობა – 9 თვე (ოქტომბერი- ივნისი). კურსი მოიცავს თანამედროვე გამოყენებითი ფსიქოლოგიის 18 მოდულს.
თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმართულებების შესწავლის ტრენინგ-კურსები,
მოკლევადიანი, ინტენსიური ტრენინგები პროფესიონალებისა და ფსიქოლოგიით დაინტერესებული სხვა დარგების წარმომადგენელთათვის.
ფსიქოლოგიური დახმარება/ფსიქოთერაპია
თანამედროვე სტრესულ ცხოვრებაში, ადამიანები, ორგანიზაციები მიმართავენ ფსიქოლოგიურ კონსულტირებას, ტრენინგებს, ფსიქოთერაპიას; ზრუნავენ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე, კარიერული წინსვლასა და შრომით პროდუქტულობაზე.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ სწრაფად და წარმატებით შეძლებთ:
− პრობლემის დაძლევაზე მიმართული მიდგომის შემუშავებას
− განწყობის შეცვლას
− კონფლიქტების დარეგულირებას
− სტრესის მართვას
− ფსიქოტრავმების გადალახვას
− ემოციური დისკომფორტის და მისგან მომდინარე ფიზიკური სიმპტომების დაძლევას
− შინაგანი რესურსების გააქტიურებას
− პიროვნულ და კარიერულ წინსვლას
− შრომის პროდუქტიულობის გაზრდას
− ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევას
ჩვენი ინსტიტუტის სპეციალისტების დახმარებით, თქვენ დაძლევთ:
− შფოთვით აშლილობებს
− პანიკურ შეტევებს
− ნევროზულ ფობიებს (შიშებს),დეპრესიებს,აკვიატებებს
− გადაუწყვეტელ პირად, ოჯახურ, თუ სამსახურეობრივ პრობლემებს
− კონფლიქტებს
− მატრავმირებელ სტრესებს