fbpx

ბარბარა პომპე-გელისსენი

ბარბარა პომპე-გელისენი - გეშტალტ თერაპევტი 1996 წლიდან; „ნიდერლანდების გეშტალტ ტერაპევტთა პროფესიონალური ასოციაციის“, EAGT-ს (ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია) წევრი, EAGT-ს მიერ აკრედიტირებული სუპერვიზორი. „გეშტალტის განვითარების ფონდის“ წევრი (ნიდერლანდები). მუშაობს ყველა სახის ურთიერთობებზე : სასიყვარულო ურთიერთობები, ოჯახი და სამუშაო ურთიერთობები; ასევე არის სუპერვიზორი. გარდა გეშტალტ თერაპევტობისა არის დედა, ბებია, ცოლი და შვილი, რაც, მისი თქმით, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებაა; ბარბარას ჰობი არის მოზაიკის აწყობა და კრეატიული მუშაობა. მან გაიარა 6-წლიანი ტრენინგ პროგრამა Gestalt School Bolt-ში (ნიუოლი, ნიდერლანდები). მისი ტრენერები იყვნენ მაგდა და აიე მარისები. ბარბარა სწავლობდა კრეატიულ და სხეულზე ორიენტირებულ თერაპიულ მუშაობებს, ხოლო ჯგუფებთან მუშაობით დააგროვა ჯგუფსა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება, რომელიც გამყარდა ტრენერთა ტრენინგით. ანტვერპენში (ბელგია), იან ლენსთან (ჩვენი სუპერვიზორი, „სეგი“) და მეი მიკელსენთან გაიარა რელატიური თერაპიის კურსი. ესელენის (კალიფორნია, აშშ) გეშტალტ თერაპევტმა სეიმურ კარტერმა ასწავლა „სენსორული ცხადგრძნობები“; სხეულის ცხადგრძნობების დახელოვნებული განვითარება. ანოდი ჯუდითმა ასწავლა ენერგეტიკული სხეულზე მუშაობა. ანოდესგან და ბრენდონ ბეისისგან ისწავლა ტრავმაზე მუშაობა. ბარბარა მუდმივად აგრძელებს შესწავლას და ჩართულია განახლებულ კურსებსა და ინტერვიზიის ჯგუფებში კოლეგებთან. მისი სუპერვიზორი ინდივიდუალურ კლიენტებთან მუშაობაში არის ოტელინ ლამე (ჰილვერსუმი, ნიდერლანდები), ხოლო რელაციურ თერაპიაში კი მისი სუპერვიზორები არიან იან ლენსი და მეი მიკელსენი. . გარდა გეშტალტ პრაქტიკული მუშაობისა, ბარბარა მუშაობდა ბავშვებთან ‘Wilhelmina Children’s Hospital’-ში; ასევე, ბავშვებთან, მუშაობდა გეშტალტ თერაპიით. ახალგაზრდების პენიტენციურ დაწესებულებაში ატარებდა კრეატიულ პროექტებს; ‘Gestalt Practice School Bolt’-ში მუშაობდა მასწავლებლად, სადაც ატარებდა სხეულზე ორიენტირებული გეშტალტ თერაპიის ტრენინგებს. გეშტალტ თერაპიაში ყველაზე მეტად იზიდავს კონტაქტის ფენომენი და ადამიანების თერაპიული ურთიერთობა, რომელიც კურნავს. მისი თქმით, კონტაქტში ადამიანი ავითარებს თავის თავს და როდესაც განვითარება ჩერდება, შეყოვნება არის საჭირო იმის აღმოსაჩენად, თუ რა გვამოძრავებს. ამ უნიკალურ პროცესში ბარბარა აქტიურად იყენებს ვიზუალურ საშუალებებსა და სხეულზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი თქმით, გარდა ინსაიტისა, ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს ინტუიცია.
Any review founded
Any courses assigned

Contact Me