fbpx

დიმიტრი ნადირაშვილი

  პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი. წიგნისათვის „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა“, მას დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო პრემია მიენიჭა. გეშტალტთერაპია საქართველოში დიმიტრი ნადირაშვილმა შემოიტანა. მისი დაფუძნებულია (2011) პირველი გეშტალტთერაპიის ინსტიტუტი (სეგი), რომელიც დღეისათვის საქართველო-კავკასიის მასშტაბით ერთადერთი ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი (2019) გეშტალტ ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია.  დიმიტრი ნადირაშვილი EAGT ქოლგა-ორგანიზაციის „საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის“ (სგა) პრეზიდენტია; იგი მოღვაწეობს ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციის (EAGT) კვლევით კომიტეტში (RC) და ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების  SPR სრული წევრია; ხელმძღვანელობს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებას; იგი გეშტალტთერაპიაში  პირველი ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოს „ეგზისტენციალური გეშტალტთერაპია“ (2007) ავტორია; მეორე სახელმძღვანელო - „გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“, დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის თანაავტორობით დაიწერა და გამოიცა (2018); ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე; ევროპელების მოწვევით სხვადასხვა ყვეყნებში ატარებენ ლექციებს, საავტორო ვორქშოფებს და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ინოვაციები. დიმიტრი ნადირაშვილი 7 წიგნისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მისი კვლევის სფეროებია: სოციალური, პიროვნების, განწყობის ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, გეშტალტთერაპია. პრაქტიკულად მუშაობს, ჯგუფებთან და ინდივიდებთან, წყვილებთან, ოჯახებთან და სპორტსმენებთან. ელ-ფოსტა - dimitrinadirashvili@gmail.com       
Any review founded
Any courses assigned

Contact Me