fbpx

„ბავშვთა ფსიქოტრენინგი”

🔷 „ბავშვთა ფსიქოტრენინგი”
📅22 ოქტომბრიდან
🔔 მისამაართი: თბილისი, სოლოლაკი, პაოლო იაშვილის 22 ნომერი.
🧠 ასაკობრივი ჯგუფები: 7 წლიდან -17 წლამდე
🗣 სესიების მეთოდოლოგია დაფუძნებულია:
👉 სტრესმედეგობის (სტრესგამძლეობის), გამოწვევებთან გამკლავების უნარის გამომუშავების, სააზროვნო და ემოციური ინტელექტის განმავითარებელ აქტივობებზე (არტ თერაპიული სავარჯიშოები, როლური აქტივობები, სახალისო თამაშები, დისკუსიები აქტუალურ თემებზე)
💥 ბავშვთა ფსიქოტრენინგზე თქვენი შვილები აითვისებენ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომელიც დაეხმარება:
⭕სტრესგამძლეობის, ⭕სირთულეებთან გამკლავების, ⭕ემოციების მართვის, ⭕ჰარმონიული ურთიერთობის, ⭕მიზანსწრაფვის, ⭕ნებისყოფის, ⭕მოტივაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება-განვითარებაში.
👇🏼ფსიქოტრენინგის თემატიკა:
🔴ჰარმონიული ურთიერთობის საფუძვლები 🔴ბულინგის პრევენცია და ბრაზის რეგულაცია 🔴 ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა სტრესის მართვა 🔴შიშის და შფოთვის დაძლევა 🔴 თვითრწმენის განვითარება 🔴კოგნიტური უნარების (ყურადღება, დასწავლა, მეხსიერება) გაუმჯობესებაზე მუშაობა 🔴მიზანსწრაფვა და მოტივაციის ზრდა
🔎კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, თვეში ოთხი სესია - ჯამში, 8 აკადემიური საათი.
💰კურსის ღირებულება - თვეში170 ლარი
🔷ფსიქოტრენინგს გაუძღვებიან:
🔵 მანჩო წვერავა ფსიქოლოგი, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრი"-ს პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, მენეჯერი, ევროპაში (EAGT) აკრედიტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული.დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის წევრი. მას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და შშმ პირებთან მუშაობს ხუთწლიანი გამოცდილება. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ფსიქოთრაპევტი და წევრი. გავლილი აქვს პრაქტიკა ორგანიზაციებში: „წითელი ჯვარი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრი“ და სხვა. როგორც ფსიქოთერაპევტი დღესაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში.
🔵 მართა კაჭრავა ფსიქოლოგი, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრი"-ს პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, ვროპაში (EAGT) აკრედიტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული. საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი, „საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება"-ის პროექტების მენეჯერი. ფსიქოთერაპევტია სტატუსით, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში.
🔵 ხატია გოგოლაძე ფსიქოლოგიის მაგისტრი, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრი"-ს პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, ვროპაში (EAGT) აკრედიტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული. „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი, "დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი''-ს ტრენერი. არასამთავრობო ორგანიზაციის „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ ფსიქოთრაპევტი და წევრი.
📝რეგისტრაცია მთავრდება 15 ოქტომბერს:
👇🏼 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : https://forms.gle/aRbirZodV2AUY9VZ7
📢დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ☎ 0322 292 03 36 📞 568 11 99 52
Any review founded
Any courses assigned

Contact Me