ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი

სიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი საქართველო-კავკასიის მასშტაბით, ერთადერთი ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მფლობელი „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ (2011) ბაზაზე დაფუძნდა და ფუნქციონირებს

ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნულ გეშტალტ ცენტრში, მხოლოდ ევროპული ცენზის მფლობელი, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ. ისინი ფსიქოთერაპია – ფსიქოკონსულტირებაში, ევროპული სტანდარტის პროფესიული სერვისით უზრუნველყოფენ ინდივიდებს, ორგანიზაციებს, ჯგუფებს, წყვილებს, ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს.

თანამედროვე გეშტალტთერაპიის მეთოდიკის გამოყენებით და ეთიკის პრინციპების მკაცრად დაცვით, „გეშტალტ ცენტრი“-ს სპეციალისტები ადამიანებს დახმარებას უწევენ: პირადი და კომუნიკაციური პრობლემების მოგვარებაში, ფსიქოლოგიური ტრავმების, ფსიქო-სომატური სიმპტომების დაძლევაში, სტრესგამძლეობის გამომუშავებაში, კარიერული წარმატებების და კეთილდღეობის მიღწევაში, კონფლიქტების რეგულაციაში, საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენასა და პიროვნულ ზრდაში; ხელს უწყობენ მშობლებს შვილების აღზრდაში, ბავშვებს და მოზარდებს – თანატოლებთან ურთიერთობაში, სწავლაში, პროფესიის არჩევაში, სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.

გეშტალტ ცენტრი წარმატებით მუშაობს:

​შფოთვითი აშლილობების,

პანიკური შეტევების,

ფობიების (შიშების),

დეპრესიული მდგომარეობების,

ობსესიურ-კომპულსიური სიპტომების (აკვიატებული აზრებისა და რიტუალური ქცევების),

პირადი, ოჯახური თუ სამსახურეობრივი პრობლემებისა და კონფლიქტების,

ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევაზე;

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების,

მშობელთა და მასწავლებელთა კონსულტირების,

კონფლიქტების რეგულირების,

ორგანიზაციული კონსულტირების მიმართულებით.

ფსიქოლოგიის და გეშტალტთერაპიის ეროვნული ცენტრი “ინსაიტი” ატარებს:

ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური კონსულტაციებს და ფსიქოთერაპიას,

ტრენინგებს,

კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.

გეშტალტ ცენტრი თანამშრმლობს:

ინდივიდებთან,

კომპანიებთან,

სკოლებთან,

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,

მედიასთან.

სერვისის მიღება შესაძლებელია პირისპირ ან/და ონლაინ.

ჩაეწერე ონლაინ