17 ივნისი გეშტალტის დღეა!
საქართველოში გეშტალტთერაპიული მიმართულების შემომტანის, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილის დაბადების დღე ამ ღირსშესანიშნავი დღესასწაულის თარიღია. ჩვენი ინსტიტუტი ტრადიციულად აღნიშნავს გეშტალტის დღეს. წელს, ჩვენი საყვარელი სტუდენტის მარიამ ზვიადაძის არაჩვეულებრივ აგარაკზე, წყნეთში მოვილხინეთ დიდი ზარ-ზეიმით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მარიამს და გეშტალტ-პატრიოტ სტუდენტებს გუშინდელი დღისთვის!