ფსიქოთერაპიისა და ფსიქო -კონსულტირების შესწავლის მსურველები ღია კარის დღეზე ეწვივნენ ინსტიტუტს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპეციალური სტუმრები – იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის [ISTITULO GESTALT DI PUGLIA] დირექტორები ალექსანდერ ლომაჩი (Dr. Alexander Lommatzsch) და კატერინა ტერცი (Dr. Katerina Terzi) და ასევე “კანტის აკადემიის” (საქართველო) წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებასთან შეხვედრაზე შედგა: -საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და ფსიქო-კონსულტირების შესწავლის საერთაშორისო EAGT პროგრამის პრეზენტაცია; -იტალიის გეშტალტ ინსტიტუტთან [ISTITULO GESTALT DI PUGLIA] სპეციალისტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის წარდგენა და თანამშრომლობის მემორანდუმის საზეიმო ხელმოწერა; – სამეცნიერო და საგანმანათლებლო პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა “კანტის აკადემიასთან”, სადაც პროფ. თეა გოგოტიშვილი გაუძღვება მშობლების ქოუჩინგის პროგრამას.