3-7 მაისს საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ჩატარდა 40 საათიანი ევროპული ცენზის მქონე ტრეინინგ-სემინარი გეშტალტ ფსიქოთერაპიაში. ტრენინგ-სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: ტრანსფერი და კონტრტრანსფერი, თანაქმნადობა ველში, ბაზისური ნდობა. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა პროფ. რიჩარდ (დიკ) ლომპა (Dick Lompa), ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი; იზიდორ ფრომის, ლორა პერლზისა და მირიამ პოლსტერის მოწაფე. მიდლსექსის უნივერსიტეტის ტუტორი, ნიდერლანდების გეშტალტ ინსტიტუტის (NGC) მთავარი ტრენერი, NVAGT-ის წევრი.