21-25 მარტს საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ჩატარდა 40 საათიანი ტრენინგი “ფსიქოტრავმაზე მუშაობა”. ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის კურატორი, EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომისიის თავჯდომარე, EAGT, EAP სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი და სუპერვიზორი – ნურით ლევაი (ისრაელი). ტრენინგის კრედიტ-საათებს აღიარებს EAGT და EAP. სერტიფიკატები გადაეცათ ტრენინგში მონაწილე “კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის” სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რაც ინსტიტუტებს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.