ინსტიტუტის უფროსკურსელებთან დასრულდა ბუშეტში შესავლის სახით დაწყებული 40 საათიანი ტრენინგი თემაზე: „ფსიქოთერაპიული ურთიერთობები.” ტრენინგის მონაწილეებმა იმუშავეს გეშტალტთერაპიული ალიანსის თეორიულ და მეთოდურ ასპექტებზე; ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის ფენომენებზე ორთოდოქსულ, თანამედროვე ფსიქოანალიზსა და გეშტალტთერაპიაში; ამ და სხვა მოდალობებში არსებული მიდგომების მსგავსება-განსხვავებებზე პრაქტიკულ მუშაობაში; ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის მნიშვნელობაზე ფსიქოთერაპიულ პროცესში, ფსიქოთერაპევტ-კლიენტის ეფექტიანი ურთიერთობის კონცეპტუალურ, პრაქტიკულ საკითხებზე და სხვა ფსიქოლოგიურ გავლენებზე თერაპიული ურთიერთობის ჭრილში. ტრენინგს უძღვებოდა პროფ. თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო ასოციაციის SPR ნამდვილი წევრი, გეშტალტთერაპიის ევრიპული ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლგონეთი) ტრენერი.