საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი სტუმრობდა EAGT აკრედიტებულ გეშტალტთერაპევტ ედუარდო სალვადორ აჩევედოს (Eduardo Salvador Acevedo – ბარსელონა, ესპანეთი) 28-29 სექტებერს მან ჩაატარა ტრენინგი 👉🏼“თანამედროვე გეშტალტ თერაპიის გამოწვევები და პერსპექტივები. “

ედუარდო სალვადორის ვორქშოფზე წამოდგენილი იყო: 🔹აუგუსტო ბოულის (Augusto Boal), 🔹ბიოდანზა-ს (Biodanza) ტექნიკები; 🔹ედუარდო სალვადორის მიერ მიერ ნაკვლევი ემოციური ინტელექტის კონცეფცია გეშტალტ თერაპიულ კონტექსტში (რომლის პრეზენტაცია შედგა ნიუ იორკის გეშტალ თერაპიის ინსტიტუტში (NYIGT) და მექსიკის უნვიერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე); 🔹ფსიქო-ტრავმისა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგია; 🔹სავარჯიშოები, აქტივობები და ექსპერიმენტები, რომელიც მიმართულია გეშტალტური განწყობების შემუშავებაზე და ხელს უწყობს ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო უნარების განვითარებას; 🔹ადამიანის უფლებათა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები გეშტალტთერაპიის ჭრილში.

👨🏻‍💼ედუარდო სალვადორი მსოფლიო დონის სპეციალისტია. იგი EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, ნამდვილი წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ექსპერტი, დიპლომირებული ფსიქოლოგი, ეკონომისტი, განათლების სპეციალისტი, ტრენერი და საზოგადო მოღვაწეა.გარდა ფსიქოთერაპიულ სფეროში მოღვაწეობისა, როგორც მშვიდობისა და დემოკრატიის საკითხებში ექსპერტი, ტრენერი და მონიტორი, საერთაშორისო ურთიერთობების და მშვიდობის კულტურის სპეციალისტი, ედუარდო სალვადორი ჩართულია სამოქალაქო სექტორის ტრენინგში ემოციური განათლების, კონსულტირების მიმართულებით. ევროკომისიის (European Commission) მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების მონიტორინგის მისიებში: მუშაობს საარჩევნო ძალადობის, კორუფციის საკითხებზე, კონსულტირებას უწევს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიების და ადამიანური რესურსების (HR ) სფეროში. როგორც ტრენერი და სპიკერი მუშაობს დელასის სამშვიდობო კვლევების ცენტრში (Peace Studies Centre J.M. Delàs). ედუარდო სალვადორ აჩევედოს წიგნმა: „ნეიროგანათლება და ომის ვიდეო თამაშები“ (Neuroeducation and War Video Games), საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 📃ვორქშოფის კრედიტები აღიარებულია EAGT EAP AAGT-ს მიერ. Dimitri Nadirashvili Tea Gogotishvili