📣 📣 გსურთ, თანამედროვე გეშტალტთერაპიის კურსის გავლა ჯანი ფარანჩესეტის, პიტერ ფილიპსონის, იან რუბალის, ნურით ლევაის და ჰანა შერლერის ერთობლივ სასწავლო პროგრამაში?
⛳️ გთავაზობთ ახალ, მსურველთა მოთხოვნაზე მორგებულ 3 ტრენინგ-პაკეტს:
📣იჩქარეთ, რეგისტრაციის დამთავრებამდე რჩება 9 დღე!

✅ I – კურსდამთავრებული გეშტალტთერაპევტებისთვის არის და მიზნად ისახავს საერთაშორისო რანგის ტრენერების მომზადებას და სერტიფიცირებას.
👉პროგრამა მოიცავს ტრენინგ-მოდულებს + თეორიისა და მეთოდოლოგიის სწავლების და ჯგუფური ფსიქოთერაპიის პრაქტიკას სუპერვიზიით. მიმდინარე პრაქტიკის სუპერტვიზიას გაგიწევენ პროგრამის ტრენერები: ჯანი ფარანჩესეტი, პიტერ ფილიპსონი, იან რუბალი, ნურით ლევაი და ჰანა შერლერი (დეტალური აღწერა იხილეთ ქვევით);
👉 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა საერთაშორისო რანგის ტრენერის სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP, AAGT;
👉 თქვენი ტრენინგ-ჯგუფების და ჯგუფური ფსიქოთერაპიის მსურველთა რიცხვი განუზომლად გაიზრდება, მონიჭებული სტატუსის საფუძველზე თქვენთან გავლილი საათების საერთაშორისო დონეზე აღიარებით;
👉 მოგეცემათ საშუალება იმუშაოთ გეშტალტთერაპიულ ინსტიტუტებში მეთოდოლოგიის ტრენერებად და ჯგუფის ფსიქოთერაპევტებად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

✅მონაწილეები გაივლიან პრაქტიკებს:

👉🏼 EAGT აკრედიტებულ პროგრამაში თეორია-მეთოდოლოგიის სწავლება;

👉🏼ჯგუფური ფსიქოთერაპიის ჩატარება;

👉🏼პროფესორის ასისტირება საუნივერისტეტო სწავლების პროცესში.

პროგრამის თითოეული მონაწილისათვის, მისი თავისუფალი დროის გათვალისწინებით, შედგება პრაქტიკების საათობრივი  ინდივიდუალური გრაფიკი შემდეგი საათობრივი მოცულობით:

🔸ჯგუფური ფსიქოთერაპია- მინიმუმ 32 სთ;

🔸თეორია და მეთოდოლოგიის სემინარები –  მინიმუმ 40 სთ;

🔸საუნივივერსიტეტო სწავლება – მინიმუმ 45 სთ.

💰კურსის წლიური ღირებულებაა 2000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელიაკვარტალურად და ინდივიდუალური გრაფიკით);

✅ II – „კვალიფიკაციის ამაღლების კურსი თანამედროვე გეშტალტთერაპიაში.“
პროგრამა განკუთვნილია, როგორც პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტების და ფსიქოთერაპევტებისთვის, ასევე სტუდეტი-პრაქტიკოსებისთვის.
👉პირველი პაკეტისგან განსხვავებით – არ მოიცავს სუპერვიზირებულ პრაქტიკას თეორია-მეთოდოლოგიის სწავლებასა და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში.
👉 მონაწილეები გაივლიან თანამედროვე გეშტალტთერაპიის კურსს ჯანი ფარანჩესეტის, პიტერ ფილიპსონის, იან რუბალის, ნურით ლევაის და ჰანა შერლერის ერთობლივ სასწავლო პროგრამაში.
👉 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP, AAGT ;
💰 კურსის წლიური ღირებულებაა 1500 ევროს ექვივალენტი ლარში. საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრთათვის გათვალისწინებულია 20% ფასდაკლება – 1200 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით);

✅III-განკუთვნილია გეშტალტთერაპიის შემსწავლელი სტუდენტების, სტუდენტი-პრაქტიკოსების, ასევე პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტების და ფსიქოთერაპევტებისთვის.
👉 პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ-მოდულების არჩევითად გავლის შესაძლებლობას;
👉 შერჩეული ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP, AAGT);
💰1 ტრენინგ-მოდულის ღირებულებაა 350 ევროს ექვივალენტი ლარში. საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრთათვის გათვალისწინებულია 20% ფასდაკლება – 280 ევროს ექვივალენტი ლარში.

🗓სწავლის დასაწყისი – 2020 წ. 13 მარტი
სწავლის დასასრული – 2022 წ. 30 აპრილი
ტრენინგები ჩატარდება სამ თვეში ერთხელ 24 საათი (3დღე)

⏳ პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი
შინაარსი:
🔹შფოთვითი აშლილობების გეშტალტთერაპია (დეპრესია, ფობია, ობსესიურ-კომპულსიური ქცევა); პანიკური შეტევები;
🔹ფსიქოზები; ადიქციები, თანადამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობა;
🔹ჯგუფური გეშტალტთერაპია;
🔹წყვილების და ოჯახების გეშტალტთერაპია;
🔹გეშტალტთერაპია ბავშვებთან, მოხარდებთან, ხანში შესულებთან;
🔹ეთიკა გეშტალტთერაპიაში;
🔹გეშტალტთერაპიის სწავლების/ტრენინგის მეთოდები;
🔹ფსიქოპათოლოგია და ველის თეორია გეშტალტთერაპიაში;

📣 თანამედროვე გეშტალტთერაპიაში საერთაშორისო რანგის ტრენერების მომზადების პროგრამაში, მონაწილეები გაივლიან პრაქტიკებს შემდეგი მიმართულებით:

👉🏼 თეორია-მეთოდოლოგიის სწავლება;
👉🏼ჯგუფური ფსიქოთერაპიის წაყვანა;
👉🏼პროფესორის ასისტირება საუნივერისტეტო სწავლების პროცესში.
👉🏼 პროგრამის თითოეული მონაწილისათვის, მისი თავისუფალი დროის გათვალისწინებით, შედგება პრაქტიკების ინდივიდუალური გრაფიკი შემდეგი საათობრივი
მოცულობით:
🔸ჯგუფური ფსიქოთერაპია- მინიმუმ 32 სთ;
🔸თეორია და მეთოდოლოგიის სემინარები – მინიმუმ 40 სთ;
🔸საუნივივერსიტეტო სწავლება – მინიმუმ 45 სთ

📣 ჩვენი ინსტიტუტი კავკასიის მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ფლობს ევროპულ EAGT აკრედიტაციას.

🌍 პროგრამის ტრენერები – თანამედროვე გეშტალტთერაპიის მსოფლიო თანავარსკვლავედი:
⭐️👨🏻ჯანი ფრანჩესეტი
გეშტალტთერაპევტი,ფსიქიატრი, ტრენერი, სუპერვიზორი. ტურინის (იტალია) გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიუ იორკის გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტის წევრი, EAGT ექს-პრეზიდენტი. ფსიქო-სომატური მედიცინისა და სტრესის მკვლევარი, საერთაშორისო პუბლიკაციების და მონოგრაფიების, მათ შორის ქართულად თარგმნილი ცნობილი წიგნის “პანიკური შეტევები” აავტორი.
⭐️👨🏻პიტერ ფილიპსონი
გეშტალტთერაპევტი, ფსიქოლოგი, ბრიტანეთის გეშტალტთერაპიისა და ტრენინგის ინსტიტუტის ტრენერი და სუპერვიზიორი.მანჩესტერის გეშტალტ ცენტრის დამფუძნებელი, ნიუ იორკის გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტის სრული წევრი, მრავალი პუბლიკაციის, მონოგრაფიების ავტორი და საერთაშორისო ტრეინინგ პროგრამების მოწვეული ტრენერი.
⭐️👨🏻იან რუბალი
გეშტალტთერაპევტი, ფსიქიატრი, სუპერვიზორი და ფსიქოთერაპიის ტრენერი. მედიცინის დოქტორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, SPR ნამდვილი წევრი. EAGT კვლევის კომიტეტის ექს-თავმჯდომარე, მრავალი პუბლიკაციის, მონოგრაფიების ავტორი, მათ შორის საერთაშორისო გამოცემის – „გეშტალთერაპია კლინიკურ პრაქტიკაში“. ფსიქოპათოლოგიიდან კონტაქტის ესთეტიკამდე”
⭐️👩🏻ნურით ლევაი
ისრაელის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებული ექს-პრეზიდენტი, EAGT, ESP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომიტეტის თავჯდომარე, EAGT აღმასრულებელი საბჭოს წევრი, EAGT-ს ადამიანთა უფლებათა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის აქტიური წევრი. თელავივის Bar-Ilan უნივერსიტეტის ემერიტუსი – გეშტალტ პროგრამის აკადემიური დირექტორი, ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველი. მრავალი პუბლიკაციის, წიგნების ავტორი. მუშაობს ინგლისურ, გერმანულ და ებრაულ ენებზე.
⭐️👩🏻ჰანა შერლერი
კლივლენდის
(აშშ) გეშტალტ ინსტიტუტის წარმომადგენელი; ევროპაში EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; EuroPsy სერტიფიცირებული ფსიქოთერევტი; EuroPsy სერტიფიკცირებული ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი /სადოქტორო დაიცვა ა შ.შ. სანტა ბარბარას უნივერსიტეტში, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი.

✅2020-2022 სასწავლო პროგრამის განრიგი:

⭕პიტერ ფილიპსონი – მარტი 13-15, 2020 – მუშაობა წყვილებთან და ოჯახებთან;

⭕ჰანა შერლერი – მაისი 24-26, 2020 – მუშაობა შფოთვით აშლილობებსა და პანიკურ შეტევებზე;

⭕დიმიტრი ნადირაშვილი & თეა გოგოტიშვილი – სექტემბერი 18-20, 2020 – პიროვნული ხასიათზე მუშაობა. ავთენტობა და სელფი;

⭕ნურით ლევაი – დეკემბერი 18-20, 2020 – მუშაობა ბავშვებთან და მოზარდებთან. გეშტალტთერაპიის ეთიკა.

⭕პიტერ ფილიპსონი – მარტი 12-14, 2021 – მუშაობა ჯგუფებთან;

⭕იან რუბალი – ივნისი 10-12, 2021 – გეშტალტთერაპიის სწავლების/ტრენინგის მეთოდები;

⭕ჰანა შერლერი – ოქტომბერი 27-29, 2021 – მოსაზღვრე მდგომარეობებზე, ადიქციებსა და ფსიქოზებზე მუშაობა.

⭕ნურით ლევაი – დეკემბერი 17-19, 2021 მუშაობა ხანდაზმულ ადამიანებთან. გეშტალტთერაპიის ეთიკა.

⭕ჯანი ფრანჩეზეტი – April 28-30, 2022 – ფიქოპათოლოგია და ველის თეორია გესტალტთერაპიაში.

✅რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება  2020 წლის 21 თებერვალს 18.00

🔈რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე http://bit.ly/2FiYrrV


📲პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. თეა გოგოტიშვილი 599 556 146