სასწავლო პროგრამის მე-3 კურსიდან დანერგილია პროფესორის ასისტირებაში სტაჟირება საუნივერსიტეტო სივრცეში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ატარებენ ლექცია-სემინარებს შემდეგ აკადემიურ დისციპლინებში:
ფსიქოთერაპიული მეთოდები
გეშტალტ თერაპია
ფსიქოანალიზი
პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია
ოჯახის ფსიქოთერაპია
სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა
განწყობის ფსიქოლოგია
განწყობათა ფორმირება და ცვლა
ფსიქოთერაპიულ თეორიათა შედარებითი ანალიზი

სწავლის დაწყებიდან 2,5 ნახევრის შემდეგ სტუდენტები იწყებენ მუშაობას. სუპერვიზორებთან თანამშრომლობით ახორციელებენ კლინიკურ პრაქტიკას სამედიცინო დაწესებულებებში, ფსიქოლოგიურ, სასწავლო ცენტრებში, სკოლებში, და სხვა ორგანიზაციებში.
წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გადიან ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ „გეშტალტ თერაპიის“ სახლში.