📣სრულიად უკრაინის საერთაშორისო გეშტალტ კონფერენცია, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ევროპის გეშტალტ კონფერენციებს შორის, წელს, 15 წლის იუბილეს აღნიშნავს❗️

წლევანდელი კონფერეციის თემაა:

”ახალი დრო -თაობათა ცვლა და ურთიერთკავშირი.“

🔜2019 წლის 1-3 ნოემბერს, ვიწვევთ, გეშტალტით დაინტერესებულ ადამიანებს: ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და ნებისმიერ მსურველს.

➡️პროგრამა მოიცავს:
ლექციებს
მრგვალ მაგიდებს
თეორიულ სიმპოზიუმებს ვორქშოფებს
სადისკუსიო ჯგუფებს
პროცეს-ჯგუფებს და სხვ.

👩🏼‍💼👨🏻‍💼ორგანიზატორები: გეშტალტ მიდგომის პრაქტიკოსთა სრულიად უკრაინის ფსიქოლოგთა საზოგადოება. „უკრაინის გეშტალტ ინსტიტუტი“ (Всеукраинское общество психологов, практикующих гештальт-подход «Украинский гештальт институт» (ВОППГП «УГИ»)www.gestalt.org.ua

⭕️კონფერენციის ფორმატი:

მასტერ კლასი – საავტორო ღონისძიება, რომელიც გულისხმობს პრაქტიკულ ნაწილს სავარჯიშოებს, ურთიერთქმედებას, ექსპერიმენტსა და თეორიული ნაწილის განხილვას მოცემულ თემაზე.
ხანგრძლივობა – 1 სთ და 45 წთ. ➡️ხელმძღვანელი შეიძლება იყოს: გეშტალტ თერაპიის პროგრამის სტუდენტი, გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი ან ნებისმიერი დონის ტრენერი.

მრგვალი მაგიდა – ხელმძღვანელის მიერ არჩეული თემის გარშემო გამოცდილების და შეხედულებების გაზიარების საშუალება.
ხანგრძლივობა – 1 სთ და 45 წთ. ➡️ხელმძღვანელი შეიძლება იყოს: მრგვალი მაგიდის მართვაში გამოცდილი სპეციალისტი.
სადისკუსიო ჯგუფი – ჯგუფური დისკუსიის ფორმატი დღის პლენარული ლექციის გარშემო (შთაბეჭდილებების, შეხედულებების, იდეების და განვითარების პერსპექტივების განხილვა).
ხანგრძლივობა – 1 სთ. ➡️ხელმძღვანელი შეიძლება იყოს: გამოცდილი სუპერვიზორი, ნებისმიერი დონის ტრენერი.

მოხსენება – თეორიული მოხსენება წარმოდგენილ თემაზე. ორი, შინაარსობრივად მსგავსი, მოხსენების გაერთიანება სიმპოზიუმის სახით.
ერთი მოხსენების ხანგრძლივობა – 45-50 წთ. სიმპოზიუმის საერთო ხანგრძლივობა – 1 სთ და 45 წთ. ➡️ხემლძღვანელი შეიძლება იყოს: გამოცდილი თერაპევტი, სუპერვიზორი, ნებისმიერი დონის ტრენერი.

პროცეს-ჯგუფი – კონფერენციის ყოველი დღის შემაჯამებელი ჯგუფური მუშაობის ფორმატი, რომელიც შთაბეჭდილებების გაცვლას, მხარდაჭერის მიღებასა და დღის ეკოლოგიურად დასრულებას გულისხმობს.
ხანგრძლივობა – 1 სთ. ➡️ხელმძღვანელი შეიძლება იყოს: სუპერვიზორი, მესამე დონის (მეორე წლის) სტუდენტი, ნებისმიერი დონის ტრენერი.

ვერტიკალზე წარმოსადგენი ქეისი – ორი ეტაპისგან შემდგარი სამუშაო:
1) ქეისის წარდგენა (ინდივიდუალური, ჯგუფური ან წყვილების თერაპიიდან) და საერთო დისკუსია მის გარშემო;
2) მოხსენება (მაქსიმუმ 2) ქეისის თემატიკასთან დაკავშირებით და დისკუსია ვერტიკალის მონაწილეებს შორის.
ხანგრძლივობა – 3.5 სთ (შესვენებით).
➡️ხელმძღვანელი შეიძლება იყოს: გამოცდილი თერაპევტი, სუპერვიზორი, ნებისმიერი დონის ტრენერი.

💵კონფერენციაში მიღებისთვის საჭირო საფასური:

🔺30 აგვისტომდე – 120 დოლარი
🔸30 სექტემბრამდე – 130 დოლარი
🔹30 ოქტომბრამდე – 140 დოლარი
▪️ადგილზე გადახდის შემთხვევაში, 150 დოლარი.

‼️საქართველოს ეროვნული გეშტალთ ინსტიტუტის სტუდენტებისათვის:

🔺30 აგვისტომდე – 80 დოლარი
🔸30 სექტემბრამდე – 90 დოლარი
🔹30 ოქტომბრამდე – 100 დოლარი

📲საკონტაქტო პირები:
სალომე გოგელია 555 43 33 43
ნატა ჩიხრაძე 599 146 145
თათა ბობოხიძე 595 380 438