2019 წლის 19 თებერვალი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ისტორიული დღეა! ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ევროპული ასოციაციის შემადგენლობაში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელებს ფსიქოთერაპიაში ევროპული რეგულაციების საქართველოში გავრცელებასა და დაცვას; განამტკიცებს ფსიქოთერაპიის სფეროში ევროპულ სასწავლო და პროფესიულ სტანდარტებს და ამით ქართველი სპეციალისტების პროფესიული ცენზის საერთაშორისო აღიარებას უზრუნველყოფს. ყველას, ვინც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას გულშემატკივრობს, გილოცავთ ამ გზაზე მიღწეულ კიდევ ერთ წარმატებას!