რეზიდენს-ვორქშოფი ბუშეტში (კახეთი) 7-14 მაისი

სერიიდან „საერთაშორისო რანგის პროფესიონალთა მასტერკლასები

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში “

ედუარდო სალვადორი (ესპანეთი, ბარსელონა), ელენა პეტროვა (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი), დიმიტრი ნადირაშვილი & თეა გოგოტიშვილი (საქართველო, თბილისი)

ვორქშოფის კრედიტ-საათებს და სერტიფიკატს აღიარებს EAGT, EAP, AAGT

⭕️ვორქშოფის  სამუშაო განრიგი:

8-9 მაისი, ელენა პეტროვას მასტერკლასი

 „შფოთვა და ფსიქოსომატიკა გეშტალტთერაპიაში“ (16 საათი)

ადამიანები ხშირად უჩივიან შფოთვას და მისი აღმოფხვრა სურთ. ფსიქოლოგია შფოთვის დაძლევაზე მიმართულ სხვადასხვა მიდგომას ფლობს, მაგრამ გაცილებით რთულდება სიტუაცია, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ არ შფოთავს, მაგრამ უსიამოვნო, ხშირად გაუსაძლისი სომატური სიმპტომები ან არაადეკვატური ემოციები აწუხებთ. ხშირად, კლიენტები  სწორედ სიმპტომს უჩივიან. ამბობენ: „მე სრულიად მშვიდად ვარ. არ ვშფოთავ. მაგრამ ცუდად ვგრძნობ თავს“. (სომატური სიმპტომები, აკვიატებული მდგომარეობები და სხვ.).

რა არის შფოთვის საფუძველი? რატომ არის შფოთვა შემაწუხებელი? ადამიანებს, ხშირად გვავიწყდება, რომ შფოთვა თავისთავადი სიმპტომია, რომელიც მიუთითებს  გარკვეულ დეფიციტზე თვითრეგულაციის, ანდა გარემოსთან ურთიერთობის სფეროში.

8 მაისი:

– შფოთვის ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები;

– შფოთვის გარე და შიდა წყაროები;

– კავშირი შფოთვასა და ადამიანის შეჩერებულ აქტივობას შორის;

– ტრავმა, სტრესი, შფოთვა და ფსიქოსომატიკა;

– შფოთვის კონცეფცია, როგორც აქტივობის ან გრძნობების ნაწილობრივი რედუქცია  (შფოთვა, როგორც „კონტაქტის პროცესის წყვეტა“);

– შფოთვის მიმართება სხეულებრივ სიმპტომებთან;

– შფოთვის დაძლევაზე მიმართული პრაქტიკული მიდგომები/ტექნიკები;

 

9 მაისი:

– ფსიქო-კონსულტირების/ფსიქოთერაპიის ფოკუსირება პიროვნული მთლიანობის აღდგენასა და შფოთვის პრევენციაზე.

– შფოთვის ფენომენის შემთხვევების (ქეისების) განხილვა;

– შფოთვის როლის გამოკვლევა სომატური სიმპტომების ჩამოყალიბებაში;

– კლიენტისთვის სარეაბილიტაციო „მოდელის“ მორგება;

–  სომატური სიმპტომის, ქცევითი პატერნის  შფოთვასთან მიმართების ალგორითმი და ავთენტური გრძნობების აღდგენის მეთოდები.

10 მაისი -კულტურული ტური (კახეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება, ბუნებაში ტრაპეზი),

11-12 მაისი, ედუარდო სალვადორის მასტერკლასი

 „ კლინიკური გეშტალტთერაპია“

ვორქშოფი  – კლინიკური და გამოყენებითი ფსიქოლოგიით, ფსიქო-კონსულტირებით, ფსიქოთერაპიით, ფსიქოტრავმის დაძლევის მეთოდებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

2 დღიანი ვორქშოფი (16 სთ.) მოიცავს ფსიქოტრავმის თეორიას და პრაქტიკას; ფსიქოტრავმის ცერებრალური ინტეგრაციის ტექნიკებს; სხეულზე მუშაობის და გეშტალტ ფსიქოდრამის ტექნიკებს; ინტერ-რელატიური თვითცნობიერების განვითარებაზე მიმართულ ექსპერიმენტულ და პროცესუალურ სესიებს.

 11 მაისი:

 ფსიქოტრავმა და ცერებრალური ინტეგრაციის ტექნიკები. (CIT, EFT და EMDR).

– განვითარება და პირველადი სიტუაცია (“original scene”).

-ცერებრალური ინტეგრაციის ტექნიკები (CIT) და ემოციური თავისუფლების ტექნიკები (EFT).

– თვალის მოძრაობა, დესენსიტიზაცია და რეპროცესირება (EMDR); ინტერ-ჰემისფერული სათვალეები.

12 მაისი:

 ინტერ-რელატიური სიტუაცია, სხეულის, ჯგუფის და ველის როლი მრავალდონიანი ცხადგრძნობის/გაცნობიერების პროცესში;

-ბიოდანზა:  ექსპერიმენტები – სხეული და ინტერ-რელატიური ცნობიერება; სურვილების ცისარტყელა (Rainbow of Desires) ფსიქოდრამულ პროცესში და მრავალდონიანი ცხადგრძნობა/გაცნოებიერება გეშტალტ თერაპიაში.

13 მაისი, დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის მასტერკლასი

კომპლექსების დაძლევა და ოცნებების რეალობად ქცევა

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის (სეგი) და ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის ტრენერები, პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი წარმოადგენენ თავიანთ ინოვაციურ საავტორო კონცეფციებს და პრაქტიკულ მეთოდიკებს, რომლებიც მათ გააქვთ საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში და უზიარებენ ევროპელ კოლეგებს, როგორც ახალ, ორიგინალურ მიდგომებს გეშტალტთერაპიაში.

სამუშაო პროგრამა:

– კომპლექსების ფსიქოანალიზური და გეშტალტთერაპიული გაგება;

– გულივერის კომპლექსის ფენომენი. მისი პრევენცია დაძლევის გზები;

– კომპლექსებზე მუშაობის გეშტალტთერაპიული ტექნიკები;

– ოცნება, როგორც რეალობიდან ფანტაზიაში გაქცევა;

– ოცნების, ფანტაზიიდან წარმატების წინაპირობად გარდაქმნის პრაქტიკა.

 ვორქშოფის დახურვა  და გამოსამშვიდობებელი ბანკეტი.

ინფორმაცია ტრენერების შესახებ:

ედუარდო სალვადორი (ესპანეთი, ბარსელონა) – EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ტრენერი, განათლების სპეციალისტი  და სახოგადო მოღვაწე.

ფსიქოთერაპიული პრაქტიკის, სწავლების და სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ედუარდო სალვადორი მოღვაწეობს, როგორც მშვიდობისა და დემოკრატიის საკითხებში ექსპერტი, ტრენერი და მონიტორი, საერთაშორისო ურთიერთობების და მშვიდობის კულტურის სპეციალისტი; ჩართულია სამოქალაქო სექტორის ტრენინგში ემოციური განათლების, კონსულტირების მიმართულებით. ევროკომისიის (European Commission) მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული არჩევნების მონიტორინგის მისიებში: მუშაობს საარჩევნო ძალადობის, კორუფციის საკითხებზე, კონსულტირებას უწევს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიების და ადამიანური რესურსების (HR ) სფეროში. როგორც ტრენერი და სპიკერი მუშაობს დელასის სამშვიდობო კვლევების ცენტრში  (Peace Studies Centre J.M. Delàs). ედუარდო სალვადორ აჩევედოს წიგნმა: „ნეიროგანათლება და ომის ვიდეო თამაშები“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

დამატებითი ინფორმაციისთცის იხილეთ:

https://www.linkedin.com/in/eduardo-salvador-35a9a48/

http://newyorkgestalt.org/members/eduardo-salvador-acevedo/

Neuroeducation and War Video Games

ელენა პეტროვა

სამედიცინო ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი (1996), ტრენერი და სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტად მუშაობის პრაქტიკა – 1992 წლიდან, ტრენერად მუშაობის გამოცდილება გეშტალტ მიდგომის სფეროში 1996 წლიდან, EAGT-ს ნამდვილი წევრი 2007 წლიდან, ბავშვთა ფსიქოლოგების ასოციაციის წევრი, გეშტალტ ტრენინგის საინტეგრაციო ინსტიტუტის სატრენინგო პროგრამების ხელმძღვანელი 2008 წლიდან, ფსიქოთერაპიისა და ტრენინგის გილდიის სუპერვიზორთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გეშტალტ მოდალობის ხელმძღვანელი ОППЛ-ში, ИМАТОН-ის ინსტიტუტის პედაგოგი 2000 წლიდან.

ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით – პროფესიონალური გადამზადება (1991); სასწავლო პროგრამები ფსიქოთერაპიაში (რუსული და უცხოური), ტრენინგის ხელმძღვანელობასა და საორგანიზაციო კონსულტირებაში. სერტიფიცირებული სპეციალისტი გეშტალტ თერაპიაში, მათ შორის გრძელვადიანი პროექტები სერჟ გინგერის (გეშტალტ პრაქტიკა, 400 საათი, 1996), ჰარმ სიმენსის (გეშტალტის გაუმჯობესება, 260 საათი, 1996), ჟან-მარი რობინის (გეშტალტის გაუმჯობესება, 300 საათი, 2017), მარგერიტა სპანიოლო-ლობის (კლინიკური ციკლი, 288 საათი, 2017) და სხვათა ხელმძღვანელობით.

დამატებითი მომზადება: პოზიტიური ოჯახური ფსიქოთერაპია (ნოსრატ პეზეშკიანი, 1997), NLP (ფ. პიუსელეკი, ალ.ვოვკ.). გაიარა სწავლება ერიქსონის ჰიპნოზში (ს.სერგეევი), ფსიქოდრამაში (ნ.დოლგოპოლოვი,МИГИП), ჯგუფურ ანალიზსა და ორგკონსულტირებაში.

30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სფეროში; მუშაობის მიმართულება – კლინიკური ფსიქოთერაპია, პიროვნული ზრდა. განხორციელებული აქვს სასწავლო პროგრამები გეშტალტთერაპიაში (სამი საფეხური – ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ტრენერი); პროექტის – „ფსიქოლოგიური კონსულტირების კლინიკური ასპექტები“ ხელმძღვანელი (Иматон), ჩატარებული აქვს საავტორო სემინარები თემაზე: „შოკურ ტრამვასთან მუშაობის მეთოდიკა მარაოს პრინციპით“, „8 სახის შიში ბავშვებსა და ზრდასრულებში“, „არქეტიპული ზღაპართერაპია“, „იუნგის ტიპები და ლიდერობა“ და სხვ.

სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო ფსიქოლოგი ТМОП-5 ( ГПНДС №7), ამბულატორიული განყოფილება (1992-2013), სანკტ-პეტერბურგის ი.პ. პავლოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის ასისტენტი (1997-1999), „ИМАТОН“-ის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგი (სანკტ-პეტერბურგი),ИППЛ „ГЕНЕЗИС“-ის პედაგოგი (მოსკოვი), მოსკოვის გეშტალტ ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამების ტრენერი (1996-დან 2008 წლამდე), ფსიქოთერაპიისა და ტრენინგის გილდიის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი (სანკტ-პეტერბურგი), 1998 წლიდან ხელმძღვანელობს „ელენა პეტროვას გეშტალტ სახელოსნოს“ – ფსიქოთერაპია, ტრენინგები.

ფსიქოლოგიური პრაქტიკის გარდა, პარალელურად  მუშაობდა რეკლამისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი რეკლამასა და PR-ში. იყო რეკლამის ფსიქოსემანტიკის ლაბორატორიის  ორგანიზატორი (1994-2010). „სარეკლამო იდეების“ ჟურნალის რედაქტორი ფსიქოლოგიაში (1994-2012). რეკლამის თეორიასა და პრაქტიკას იკვლევს 1992 წლიდან; გამოქვეყნებული აქვ 40 პროფესიულ პუბლიკაციაზე მეტი რეკლამის აღქმის საკითხებზე, ჩატარებული აქვს კორპორატიული სემინარები და ტრენინგები რეკლამისა და ბრენდინგის თემებზე.

http://bit.ly/2O2PruH

პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი

ნადირაშვილი დიმიტრი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის მასშტაბით პირველი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი (2015), ფსიქოთერაპევტის EAP ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი (2018). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური ფსიქოლოგის სპეციალობით (1985). ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 2005-2011 წლებში ხელმძღვანელობდა კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას. 1990 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1988 – 1991 წლებში პროფესიული ორიენტაციის ცენტრში განყოფილების გამგეა. 1995-2007 წლებში – სამედიცინო გამოყენებითი და ზოგადი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის პრორექტორი. 2000 წელს მუშაობდა სან ფრანცისკოში, როლო მეის სახელობის სეიბრუკის კვლევით ინსტიტუტში (ა.შ.შ). 2007-2011 წლებში იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი, ხელმძღვანელობდა მისი ავტორობით შექმნილ სამაგისტრო  პროგრამას განწყობის ფსიქოლოგიაში, ხოლო 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საბაკალავრო, სამაგრისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელია. 2005 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია. 2009 წელს დ. ნადირაშვილს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დ. უზნაძის სახელობის პრემია, მონოგრაფიისთვის – “ფსიქოლოგიური გავლენა”. 2011 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ გეშტალტთერაპიის ინსტიტუტს. დ. ნადირაშვილი საქართველოში გეშტალთთერაპიული მიმართულების შემომტანი და დამფუძნებელია. იგი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით პირველი, ევროპაში (EAGT) აკრედიტებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტია. მის ორ ფუნდამენტურ ნაშრომში, რომელიც სახელმძღვანელოებად გამოიყენება, გეშტალტთერაპიის მთავარი პოსტულატები, თეორიისა და ტექნიკის პრაქტიკული გამოყენება სიღრმისეულადაა გადმოცემული. ავითარებს თვითობის იერარქიულ კონცეფციას გეშტალტთერაპიაში; ენისა და კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ახორციელებს გეშტალტთერაპიული ცნებების ქართული ექვივალენტების შემუშავებას. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია და ორმოცდაათამდე სტატია სამეცნიერო-რეფერირებად ჟურნალებში. მისი ხელმძღვანელობით ტარდება საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციები ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. იგი აქტიურად ეწევა საზოგადოებაში ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მეცნიერებების პოპულარიზაციას.

 

პროფ. თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგიის დოქტორი (2006), პროფესორი თეა გოგოტიშვილი, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დამფუზნებელი, საქართველო-კავკასიის მასშტაბით პირველი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი (2015) და  ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების SPR ნამდევილი წევრია (2018). წარჩინებით დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (1991) – მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც მუშაობდა ფოლკლორის კათედრაზე 1991-1995 წლებში; ასევე წარჩინებით დაამთავრა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი (2001) – კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება, სადაც კითხულობდა ლექციებს 2001-2009 წლებში. გაიარა კალიფორნიის (აშშ) აირვინ უნივერსიტეტის (University of California, Irvine, USA) სასერტიფიკატო კურსი კონფლიქტოლოგიაში (2011). სამეცნიერო მიმართულებით მუშაობას ეწეოდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში (2001 – 2011). 2001 – 2006 წლებში, ფსიქოლოგად მუშაობდა ბავშთა განმავითარებელ სტუდიაში „ბასტი-ბუბუ“; 2005-2007 წლებში, ასწავლიდა მუსიკის ფსიქოლოგიას ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 2007 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს. 2010 წლიდან, სათავეში უდგას დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს. 2010 წელს არჩეულ იქნა დ. უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის დირექტორად და მას შემდეგ წარმომადგენლობს საქართველოს, “ფსიქოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო კავშირში” (IUPsyS). 2010-2011 წლებში, როგორც მოწვეული პროფესორი კითხულობდა ლექციებს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაში; 2012 წლიდან წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორია.   2011 წლიდან, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად, ხელმძღვანელობს “საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტს.” 2018 წელს გახდა EGI – “ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის” (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი, სადაც მსოფლიოში წამყვან ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელებს გეშტალტ თერაპიის სწავლებას.

გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 30-მდე სტატია სამეცნიერო-რეფერირებად ჟურნალებში. წერს და ხელმღვანელობს საერთაშორისო პროექტებს. მისი სამეცნიერო ინტერესებია: გეშტალტ თერაპია, განწყობის ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია.

ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტის უწყვეტი პრაქტიკა დაიწყო 2001 წლიდან. ატარებს  ტრენინგებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით, აქტიურად მუშაობს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან, ოჯახებთან, წყვილებთან და ორგანიზაციებთან, როგორც პირისპირ, ასევე – ონ-ლაინ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ჩართულია საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ამონაშვილების რეზიდენციაში განთავსება-ლოჯისტიკის ექსკლუზიური ფასები საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტისთვის:

5 ადგილიანი დუპლექსი/ფინური კოტეჯი, სამჯერადი კვებით

– 37 ლარი (1 დღე);

3 ადგილიანი ოთახი (გესტ-ჰაუზში), სამჯერადი კვებით და

– 57 ლარი (1 დღე);

2 ადგილიანი ოთახი (გესთ-ჰაუზში), სამჯერადი კვებით

– 60 ლარი (1 დღე);

           

       

 

   

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

ტრანპორტაცია და კულტურული ტური კახეთში – (თბილისი-ბუშეთი-თბილისი და კახეთის ტური გიდით) – 47 ლარი;

ედუარდო სალვადორის მასტერკლასი (16 სთ)– 90 ევრო

70 ევრო ფასდაკლებით სტუდენტებისთვის

ელენა პეტროვას მასტერკლასი (16 სთ)  – 90 ევრო

70 ევრო ფასდაკლებით სტუდენტებისთვის

დიმიტრი ნადირაშვილის & თეა გოგოტიშვილის მასტერკლასი (8 საათი) – 50 ევრო

30 ევრო ფასდაკლებით სტუდენტებისთვის.

სულ, 40 საათიანი მასტერკლასი – 230 ევრო

ფასდაკლებით სტუდენტებისთვის – 170 ევრო

გახსნისა და დახურვის ბანკეტების თანხები შედის საერთო საფასურში.