საქართველოს ეორვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ (სეგი) აცხადებს 2018 წლის მიღებას ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიური კონსულტირების შესწავლის EAGT საერთაშორისო კურსზე.
„სეგი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიური კონსულტირების სწავლებას EAGT სტანდარტის შესაბამისი პროგრამით. ინსტიტუტის ტრენერები არიან ევროპასა EAGT, EAP და აშშ-ში AAGT აკრედიტებული სპეციალისტები. კურსის კურატორია – EAGT სასწავლო სტანდარტების კომისიის თავჯდომარე – პროფ. ნურით ლევაი (Nurith Levi).
„სეგი“ ამზადებს საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალებს. სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. წარმატებული კურსდამთავრებულები საქართველოდან გაუსვლელად იღებენ ევროპულ EAGT აკრედიტაციას, რაც გულისხმობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას და მიღებული პროფესიული ცენზის საერთაშორისო აღიარებას.
საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ფსიქოლოგიური განათლების არმქონე უმაღლესდამთავრებულთათვის შემუშავებულია სპეციალური კურსი – აღიარებული EAGT მიერ.
სასწავლო განრიგიდან გამომდინარე, შესაძლებელია სწავლისა და მუშაობის შეთავსება. სწავლის დაწყებიდან უკვე 2 წლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეები იწყებენ მუშაობას, საერთაშორისო რანგის სუპერვიზორთან თანამშრომლობით;
„სეგი“, საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია, რომელსაც უკვე ჰყავს პირველი 2016 წლის გამოშვება და ევროპული აკრედიტაციის მფლობელი კურსდამთავრებულები. http://www.eagt.org/joomla/index.php/georgia
„სეგი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი, რომელიც საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდის შემომტანი და ორიგინალური ქართულენოვანი სახელმძღვანელოს „ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია“ ავტორია.
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებლები, პროფ დიმიტრი ნადირაშვილი და პროფ. თეა გოგოტიშვილი, საქართველო-კავკასიის მასშტაბით პირველი EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები არიან.
„სეგი“ პარტნიორულ თანამშრომლობას ახორციელებს ევროპის და აშშ გეშტალტ ინსტიტუტებთან.
საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტის“ პრიორიტეტები:
 სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე
 სწავლის დაწყებიდან უკვე 2 წლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეები იწყებენ მუშაობას, საერთაშორისო დონის სუპერვიზორთან თანამშრომლობით
 საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ მინიმალურ ვადაში, 4 წელიწადში დიპლომის დაცვა და ევროპული აკრედიტაციის მიღება;
 დანერგილია კვლევის მეთოდების შესწავლა და კვლევითი პრაქტიკაში ჩართვა;
 სტუდენტებს ეძევათ შესაძლებლობა ინსტიტუტის ბაზაზე გაიარონ კლინიკური პრაქტიკა;
 ისწავლება და ვითარდება ინსტიტუტის ხელმძღვანელების მიერ შემუშავებული საავტორო კურსი „განწყობის თეორიის გამოყენება გეშტალტთერაპიის პრაქტიკაში“
 სტუდენტები გადიან საუნივერსიტეტო სივრცეში (SANGU) პროფესორის ასისტირების პრაქტიკის/სტაჟირებას;
 იღებენ ფასდაკლებას საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებზე;
 სტუდენტურ პერიოდში მოხსენებებით გამოდიან სამეცნიერო კონფერენციებზე და ატარებენ ღია ლექციებსა და ვორქშოფებს.
 სწავლობენ ინსტიტუტის დამფუძნებლების მიერ შექმნილი ქართული სახელმძღვანელოებით და სარგებლობენ როფესიული ელექტრონული ბიბლიოთეკით რომელიც 3000-მდე წიგნისაგან შედგება.
სასწავლო განრიგიდან გამომდინარე, შესაძლებელია სწავლისა და მუშაობის შეთავსება.
სასწავლო პროგრამა:
I კურსი: ჯგუფური ფსიქოთერაპია (200 სთ). ტრენინგი – თვეში 1 შაბათ-კვირა (16 სთ.),
ინდივიდუალური თერაპია – წლის განმავლობაში განაწილებული 50 სთ.
II-III კურსები: თეორია და მეთოდოლოგია (600 სთ). თვენახევარში ერთი 5 დღიანი
ტრენინგი (40 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით;
III კურსიდან – ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. მუშაობა სუპერვიზორთან
თანამშრომლობით;
IV კურსი – ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია,
დიპლომზე მუშაობა და დაცვა.
„სეგი“-ს EAGT სტანდარტის პროგრამის ძირითად ტრენერთა გუნდი:
პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი – საქართველო
ჯგუფის ფსიქოთერაპევტი – საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი,ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში გეტალტ თერაპიის მიმართულების ფუძემდებელი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, დ. უზნაძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შ. რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
პროფ. ნურით ლევაი (Nurith Levi) – ისრაელი
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის სასწავლო ევროპული პროგრამის კურატორი, მეთოდოლოგიის ტრენერი.
EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომისიის თავჯდომარე, ფსიქოლოგიის დოქტორი, თელავივის Bar-Ilan უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსი – გეშტალტ პროგრამის აკადემიური დირექტორი, ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველი;
პროფ. ჰანა შერლერი (Hanna Scherler) – თურქეთი.
მეთოდოლოგიის ტრენერი. კლივლენდის (აშშ) გეშტალტ ინსტიტუტის წარმომადგენელი; ევროპაში EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; EuroPsy სერტიფიცირებული ფსიქოთერევტი; EuroPsy სერტიფიკცირებული ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი /ა შ.შ. სანტა ბარბარას უნივერსიტეტის /Fielding Graduate University Santa Barbara სადოქტორო ხარისხი/, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი;
პროფ. რიჩარდ (დიკ) ლომპა – (Dick Lompa) – ჰოლანდია
ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი; იზიდორ ფრომის, ლორა პერლზისა და მირიამ პოლსტერის მოსწავლე; მიდლსექსის უნივერსიტეტის ტუტორი, ნიდერლანდის გეშტალტ ინსტიტუტის NGC მთავარი ტრენერი, NVAGT წევრი;
პროფ. მარინა პერეპელიცინა – რუსეთი
„გეშტალტის რუსული სკოლის“ დირექტორი, გეშტალტთერაპიის ფრანგული სკოლის კურსდამთავრებული, სერჟ გინგერის მოსწავლე; ევროპაში EAGT და ვაშინგტონში AAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი;
პროფ. თეა გოგოტიშვილი – საქართველო
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ფსიქოლოგიის მეცნიერების საერთაშორისო კავშირში (IUPsyS) საქართველოს წარმომადგენელი;
პროფ. ტომაშ რებეტა (Tomasz Rebeta) – პოლონეთი
EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, EAGT აკრედიტებული სუპერვიზორი, ვარშავის გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მოწვეული ტრენერები:
მლადენ კოსტიჩი – სერბია
EAGT აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი, ტრენერი, ბელგრადის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, ლოს-ანჟელესის (აშშ) გეშტალტ ინსტიტუტისა და ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული

ტომაზ ფლაისი – სლოვენია
გეშტალტთერაპევტი, გეშტალტ ტრენერი, სუპერვიზორი, ლიუბლიანას (სლოვენია) გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებული; EAGT და ECP აკრედიტაციების მფლობელი ფსიქოთერაპევტი. ბრიტანეთის GPT გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული; ლოს-ანჟელესის GATLA ინტიტუტების სერტიფიცირებული გეშტალტთრაპევტი; სლოვენიის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის SLOGES და სლოვენიის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის SKZP პრეზიდენტი.

პარტნიორები:
ტომაშ მარინჩაკი (Tomasz Maryńczak) – პოლონეთი
ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, გეშტალტ ტრენერი; EAGT და ECP აკრედიტაციების, ასევე PTPG – პოლონეთის ფსიქიატრთა ასოციაციის აკრედიტაციის მოფლობელი ფსიქოთერაპიევტი. ვარშავის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი
ალექსანდერ ლომატჩი (Alexander Lommatzsch) – იტალია
იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის “Istituto Gestalt di Puglia” დირექტორი

სწავლის 1 წლის საფასურია 2000 EUR-ს ექვივალენტი.
გადახდა შესაძლებელია ყოველთვიური გრაფიკით.

რეგისტრაცია დაწყებულია. დაინტერესებულმა პირებმა, შეავსეთ მოცემული ფორმა:https://docs.google.com/forms/d/18BX-xGxNDRtHB92yc2G6VQT00E0RtpZygytHlAKua30/viewform?c=0&w=1

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პროგრამაში მიღება ხდება წინასწარი გასაუბრებით.

ელ-ფოსტა: geogestalt@gmail.com
ტელ: (+995 032) 2920336; (+995 555)555 433343; (+995 599)556146