საქართველოს გეშტალტ ფსიქოთერაპიული სკოლის ევროპაში ინტეგრაცია;  საქართველოში საერთაშორისო დონის ფსიქოთერაპევტების და ფსიქოკონსულტანტების მომზადება და მათი ევროპაში სერტიფიცირება; ამ სპეციალისტების დახმარებით ქვეყანაში სოციალური სიტუაციის შეცვლა გაუმჯობესება.

საქართველოს ეროვნულ ინსტიტუტს აქვს რესურსები, რითაც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიის/ ფსიქოლოგიური კონსულტირების სფეროში უმაღლესი კვალიფიკაციის, ეთიკის პრინციპებით გამორჩეული სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს პრობლემების დაძლევაში, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში; ოჯახსა და პირად ურთიერთობაში კონფლიქტების მოგვარებასა და კეთილდღეობის მოპოვებაში; შვილების აღზრდაში; ხელს უწყობენ ბავშვებს სწავლა-განვითარებასა და სირთულეეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.