ადამიანის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. მნიშვნელოვანია თუ ამ მოულოდნელობების სხვადასხვა რაკურსით დაკვირვებას შევძლებთ. უნდა შევხედოთ მაინც მოცემულობის მეორე მხარეს.
თუ თქვენ ცხოვრებამ რაღაც მომენტში, მარტო ყოფნა, მარტოობა გარგუნათ როგორ აღიქვავთ ამ პერიოდს?
მხოლოდ მარტო ყოფნად? მოწყენილობად? მიტოვებულობა? ტანჯვა?
იქნებ ეს მოცემულობა თქენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ?
იქნებ და ამ დროს შეგიძლიათ საკუთარი ხასიათის და ჩვევების ანალიზი – მოახდინოთ ინტროსპექცია-ჩაიხედოთ საკუთარ თავში.
ყური დაუგდეთ მარტოობაში თქვენს თავს.
დააფიქსირეთ ჯერ თუნდაც ის რომ სუნთქავთ.
დააკვირდით როგორ გრძნობთ თავს.
საინტერესოა არა? უჩვეულოა? თქვენი სუნთქვა
ჯერ უბრალოდ დააკვირდით.
დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს და განცდებს.
და მხოლოდ მერე დააფიქსირეთ რა არის ის, რასაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობის მერე დამხმარედაც გამოიყენებთ.
როგორ გამოიყენოთ ეს უკვე თქვენი შესაძლებლობებიდან და სურვილბიდან გამომდინარე, საკუთარი თავის გაძლიერება იქნება.
სიმარტოვეს ერთი დადებით მხარე უდაოდ აქვს. თქვენ ანალიზის საშუალება გეძლევათ.
ასეთი შეჩერების დროს, სინანული ხშირი მეგზურია. მაგრამ ამაზე ნუ დაფიქსირდებით, სინანულზე ფიქსაცია ისევ ფანტაზიაა.
არ გადავარდეთ ფანტაზიაში გაანალიზეთ და გამოყავით სურვილი, მიზანი (თუნდაც პატარა) და იმოქმედეთ. იქნებ ახლა უკვე შეგიძლიათ იმოქმედოთ, რამე შექმნათ ან შეცვალოთ.
გაიცანით საკუთარი თავი. გაიხსენეთ, დაუბრუნდით იმ ადრეულ გამოცდილებას როცა პატარაობაში მშვენივრად იცოდით რა გინდოდათ: გწყუროდათ და არ ითმენდით, უბრალოდ ითხოვდით წყალს.
დააკვირდით რა გიშლით ხელს რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი და რა არის ისეთი, რასაც შეცვლიდით.
იქნებ თქვენთვის დამახასიათებელი ურთიერთობის ფორმებია რამაც მარტოობაში მოგახვედრათ.
იქნებ ეს მარტოობა იძულებითია, სიტუაციური, ტერიტორიალური და ამავე დროს ესაა მხოლოდ ის საშუალება, რითაც კონცენტრირებულად უნდა იმუშაოთ, ისწავლოთ, კრეატიულები გახდეთ და რამე შექმნათ, საკუთავი თავი შექმნათ.
ჯერ არ მომხდარა ის, რომ ადამიანი თან უამრავ ადამიანთან ერთად ერთობოდეს, მხიარულობდეს და ამავდროულად ნათლდებოდეს ან შედევრებს ქმნიდეს.
ადამიანი განწყობილია არა ნებისყოფის გამომუშავებისათვის და საკუთარ თავზე ძალდატანებით შრომისათვის, არამედ სიამოვნებისათვის.
ადამიანის გონება საცერივით მუშაობს. საცერივით, რომელიც დომინანტი სიტუაციის გამო სხვა, არასპეციფიურ მომენტებს ატარებს, არ აფიქსირებს.
თუ გართობაზე ხართ ორიენტირებული სწავლისათვის აუცილებელი ყურადღების კონცენტრაცია, პრობლემაზე ფოკუსირება არ ხდება.
როცა სწავლაზე ხართ ორიენრირებული აქ ნებისყოფა ერთგვარ ბრძოლაშია, სადაც სიამოვნებების ფონიდან უამრავი ფიგურა მომაცდენლად მუშაობს.
როდესაც მარტტობა გაშინებთ – ამ დროს თქვენი ყურადღება, ფოკუსი ფანტაზიაზეა. გადაიტანეთ ფოკუსი სხვა რამეზე და მაშინვე გაქრება მარტოობა. გადაიტანეთ ფიკუსი პატარა მიზანზე და ქმედებაზე. მარტოობა გაქრება და პროცესი წამოვა წინ. პროცესი კი შედეგთან მიმავალი გზაა. კონტაქტი რეალობასთან და ქმედება – ეს არის ცხოვრება.
ფანტაზიასა და ფიქრებში ადამიანი ენერგიას უაზროდ ხარჯავს და უფრო ადვილია, რადგან აქ არ არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა – ეს არის ქმედების აუცილებელი კომპონენტი. ადამიანს ფანტაზია არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ადვილია, მაგრამ მზაკვარი სატყუარაა. ფანტაზიას ხომ არ აქვს საზღვარი, თუ იგი რეალობით არ შევაჩერეთ.
გააკეთეთ არჩევანი ფანტაზიასა და ქმედების პროცესს შორის – ქმედების პროცესის სასარგებლოდ. ქმედება არსია ცხოვრების – სხვა ყველაფერი არაფერია.
თუ თქვენ მარტოობა გხვდათ წილად, დაფიქრდით, შეხედეთ იმას თუ ვინ ხართ თქვენ. იქნებ გამოიყენოთ ეს დრო სარგებლიანად და პიროვნულად გაიზარდოთ.
წარმატებას გისურვებთ!

 

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი, არტ თერაპევტი და ტრენერი- ხათუნა გოგელია