17-21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ჩატარდა 40 საათიანი ტრენინგი. თემა: “ორგანიზმი – გარემო; ფიგურისა და ფონის ურთიერთმიმართება; კრეატიული მორგება; ცვლილების მოდელი; აუთენტურობა; კონტაქტი და განრიდება”.

ტრენინგს უძღვებოდა პროფ. მარინა პერეპელიცინა, გეშტალტ თერაპიის ფრანგული სკოლის, სერჟ გინგერის მოსწავლე; ევროპაში EAGT და ვაშინგტონში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი პროფესორი, „გეშტალტის რუსული სკოლა“ – დირექტორი.