3-4 აპრილს საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი მასპინძლობდა იტალიელ გეშტალტ თერაპევტებს ალექსანდერ ლომაჩს და კატერინა ტერცის, რომლებმაც ჩაატარეს 16 საათიანი ვორქშოფი თემაზე
➡️ ”წარსული რომელიც ბრუნდება” ვორქშოფი ეხებოდა ოჯახის ფენომენს 
თაობათაშორის გადმოცემულ ოჯახის სიმბოლოებს;
ფსიქოლოგიურ გზავნილებს და მემკვიდრეობითობას;
ცხოვრებუსეულ “მისიას”; 
ემოციების რეფლექსიას;
შინაგანი მშობლებსა და “მე”-ს;
 მშობლიური “მემკვიდრეობიდან” წამოღებულ ღირებულებებს და დღეისთვის არააქტუალური შინაარსების გაცნობიერებას;
👩🏼‍💼👨🏻‍💼ტრენინგ-ვორქშოფი ჩაატარეს: ალექსანდერ ლომაჩი (Alexander Lomatch) – EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ტრენერი, სერტიფიცირებული პედაგოგი; იტალიაში ლიცენზირებული და EAGT აკრედიტებული ინსტიტუტის (Instituto Gestalt di Puglia) დამფუძნებელი და დირექტორი, იტალიის გეშტალტ ინსტიტუტების ფედერაციის პრეზიდენტი. კატერინა ტერცი (Caterina Terzi) – EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ტრენერი, პროფესიონალი მხატვარი – არტ თერაპევტი; იტალიაში ლიცენზირებული და EAGT აკრედიტებული ინსტიტუტის (Instituto Gestalt di Puglia) თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ევროკავშირის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში ჩართული ექსპერტი, პროფესიონალ კონსულტანტთა საერთაშორისო ასოციაციის (CNCP) კოორდინატორი.