დიმიტრი უზნაძის სახელობის
ფსიქოლოგიის სასწავლოსაკონსულტაციო ცენტრი
დაფუძნდა 2001 წელს, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წიაღში. ცენტრი აერთიანებს უმაღლესი კვალიფიკაციის, საერთაშორისო დონის სპეციალისტებს.
ცენტრის ხემძღვანელია ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში (EAGT)
აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო კავშირში (IUPsyS) საქართველოს წარმომადგენელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.
ცენტრი მუშაობს ფსიქოლოგიური კონსულტირების, გამოყენებითი
ფსიქოლოგიის სწავლების, ბავშვთა და მოზარდთა, მშობელთა და
მასწავლებელთა, სკოლების, სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების
კონსულტირების, კონფლიქტების რეგულირების სფეროში.
თანამშრომლობს ინდივიდებთან, კომპანიებთან, სკოლებთან, სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან.
ატარებს:
− ტრენინგებს (სასწავლო კურსებს)
− კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს
− მრავალპროფილიან კონსულტაციებს
− ფსიქოლოგიურ დახმარებას/ფსოქოთერაპიას.

პროექტები და პროგრამები

სასერტიფიკატო კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში
ფუნქციონირებს 2002 წლიდან. კურსდამთავრებულები წარმატებით იყენებენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ მუშაობაში. სწავლა – შაბათ-კვირას 11:00-14:00; სწავლის ხანგრძლივობა – 9 თვე (ოქტომბერი- ივნისი). კურსი მოიცავს თანამედროვე გამოყენებითი ფსიქოლოგიის 18 მოდულს.

თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმართულებების შესწავლის ტრენინგ-კურსები,
მოკლევადიანი, ინტენსიური ტრენინგები პროფესიონალებისა და ფსიქოლოგიით დაინტერესებული სხვა დარგების წარმომადგენელთათვის.

ფსიქოლოგიური დახმარება/ფსიქოთერაპია

თანამედროვე სტრესულ ცხოვრებაში, ადამიანები, ორგანიზაციები მიმართავენ ფსიქოლოგიურ კონსულტირებას, ტრენინგებს, ფსიქოთერაპიას; ზრუნავენ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე, კარიერული წინსვლასა და შრომით პროდუქტულობაზე.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ სწრაფად და წარმატებით შეძლებთ:
− პრობლემის დაძლევაზე მიმართული მიდგომის შემუშავებას
− განწყობის შეცვლას
− კონფლიქტების დარეგულირებას
− სტრესის მართვას
− ფსიქოტრავმების გადალახვას
− ემოციური დისკომფორტის და მისგან მომდინარე ფიზიკური სიმპტომების დაძლევას
− შინაგანი რესურსების გააქტიურებას
− პიროვნულ და კარიერულ წინსვლას
− შრომის პროდუქტიულობის გაზრდას
− ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევას

ჩვენი ინსტიტუტის სპეციალისტების დახმარებით, თქვენ დაძლევთ:
− შფოთვით აშლილობებს
− პანიკურ შეტევებს
− ნევროზულ ფობიებს (შიშებს),დეპრესიებს,აკვიატებებს
− გადაუწყვეტელ პირად, ოჯახურ, თუ სამსახურეობრივ პრობლემებს
− კონფლიქტებს
− მატრავმირებელ სტრესებს