2018 წლის 26-30 ივნისს,, SPR  ფსიქოთერაპიის  კვლევევითი საზოგადოების ეგიდით, ამსტერდამის (ჰოლანდია) თავისუფალი უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში (Vrije Universiteit Amsterdam) ჩატარდა 49-ე საერთაშორისო კონფერენცია “კვლევები ფსიქოთერაპიაში”.
28 ივნისს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე კვლევითი ნაშრომებით წარდგნენ ქართველი გეშტალტთერაპევტები, SPR ნამდვილი წევრები:
დიმიტრი ნადირაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპაში EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი – პრეზენტაციით “ნებელობითი ქცევის კვლევა ქართველ ბავშვებსა და მოზარდებში”;
თეა გოგოტიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი და მაია კალანდარიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების სპეციალისტი, წმ. ადნრია პირვლწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ერთობლივი პრეზენტაციით  “პანიკური შეტევების დაძლევა გეშტალტთერაპიული მეთოდით.”
ამ კონფერენციაში მონაწილეობა ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოში კვლევები ფსიქოთერაპიის მიმართულებით პრაქტიკულად არ ტარდება. საგულისხმოა, რომ სწორედ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მესვეურებმა, რომლებიც კავკასიისა და საქართველოს მასშტაბით საერთასორისო აღიარების მქონე პირველი გეშტალტთერაპევტები არიან, წარმოადგენეს სამეცნიერო ნაშრომები ფსიქოთერაპიის სფეროში.
ევროპაში ინტეგრირებული საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, ამ მხივ გამორჩეული პროფესიული სივრცეა.