9 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა 7) გაიმართა საქართველოსა და კავკასიაში პირველი ევროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტების, „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ დამფუძნებლების – დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილი ერთობლივი ნაშრომი – სახელმძღვანელო გეშტალტთერაპიაში პრეზენტაცია.

[Best_Wordpress_Gallery id=”6″ gal_title=”wignis prez”]

გეშტალტ ფსიქოთერაპია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდია, ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური თეორიით და ტექნიკით. გეშტალტი (Gestalt) გერმანული სიტყვაა და მთელს ნიშნავს. იგი ფსიქოთერაპიაში პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობით გამოიყენება.

დიმიტრი ნადირაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდის შემომტანი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი და მკვლევარია; 6 მონოგრაფიისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი ათეული სტატიის ავტორს, წიგნისათვის „სოციალურ ფსიქოლოგიური გავლენა“ მიენიჭა დიმიტრი უზნაძის სახელობის სამეცნიერო პრემია.
თეა გოგოტიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, მკვლევარი, საერთაშორისო პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი, 4 მონოგრაფიისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. საქართველოს წარმომადგენელი ფსიქოლოგიის მეცნიერების საერთაშორისო კავშირში (IUPsyS).