საქართველოს ეროვნულმა გეშტალტ ინსტიტუტმა 2018 წლის 17 ივნისი გეშტალტთერაპიის დღედ გამოაცხადა. ინსტიტუტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც სიტყვით როგორც ინსტიტუტის დირექტორი, დიმიტრი ნადირაშვილი, ასევე, აღმასრულებელი დირექტორი, თეა გოგოტიშვილი და ინსტიტუტის სტუდენტები გამოვიდნენ. საღამო სასიამოვნო მუსიკითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა. 2018 წლიდან მოყოლებული, ინსტიტუტი ამ დღის აღნიშვნას ყოველ წელიწადს გეგმავს. მომდევნო წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, უფრო დიდი ღონისძიების მოწყობა იგეგმება.