✅8-9 მაისს, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მოწვევით, ბუშეტში ჩატარდა 16 საათიანი ელენა პეტროვას მასტერკლასი ➡️„შფოთვა და ფსიქოსომატიკა გეშტალტთერაპიაში“

Image may contain: 5 people, people sitting, table and indoor

ადამიანები ხშირად უჩივიან შფოთვას და მისი აღმოფხვრა სურთ. ფსიქოლოგია შფოთვის დაძლევაზე მიმართულ სხვადასხვა მიდგომას ფლობს, მაგრამ გაცილებით რთულდება სიტუაცია, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ არ შფოთავს, მაგრამ უსიამოვნო, ხშირად გაუსაძლისი სომატური სიმპტომები ან არაადეკვატური ემოციები აწუხებთ. ხშირად, კლიენტები სწორედ სიმპტომს უჩივიან. ამბობენ: „მე სრულიად მშვიდად ვარ. არ ვშფოთავ. მაგრამ ცუდად ვგრძნობ თავს“. (სომატური სიმპტომები, აკვიატებული მდგომარეობები და სხვ.).

➡️რა არის შფოთვის საფუძველი? რატომ არის შფოთვა შემაწუხებელი? ადამიანებს, ხშირად გვავიწყდება, რომ შფოთვა თავისთავადი სიმპტომია, რომელიც მიუთითებს გარკვეულ დეფიციტზე თვითრეგულაციის, ანდა გარემოსთან ურთიერთობის სფეროში.

Image may contain: 2 people, people standing, child and indoor

🔶8 მაისი: – შფოთვის ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები; – შფოთვის გარე და შიდა წყაროები; – კავშირი შფოთვასა და ადამიანის შეჩერებულ აქტივობას შორის; – ტრავმა, სტრესი, შფოთვა და ფსიქოსომატიკა; – შფოთვის კონცეფცია, როგორც აქტივობის ან გრძნობების ნაწილობრივი რედუქცია (შფოთვა, როგორც „კონტაქტის პროცესის წყვეტა“); – შფოთვის მიმართება სხეულებრივ სიმპტომებთან; – შფოთვის დაძლევაზე მიმართული პრაქტიკული მიდგომები/ტექნიკები;

🔶9 მაისი: – ფსიქო-კონსულტირების/ფსიქოთერაპიის ფოკუსირება პიროვნული მთლიანობის აღდგენასა და შფოთვის პრევენციაზე. – შფოთვის ფენომენის შემთხვევების (ქეისების) განხილვა; – შფოთვის როლის გამოკვლევა სომატური სიმპტომების ჩამოყალიბებაში; – კლიენტისთვის სარეაბილიტაციო „მოდელის“ მორგება; – სომატური სიმპტომის, ქცევითი პატერნის შფოთვასთან მიმართების ალგორითმი და ავთენტური გრძნობების აღდგენის მეთოდები.

Image may contain: 4 people, people smiling, people standing, tree and outdoor

👩🏻‍💼ელენა პეტროვა სამედიცინო ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი (1996), ტრენერი და სუპერვიზორი. ფსიქოთერაპევტად მუშაობის პრაქტიკა – 1992 წლიდან, ტრენერად მუშაობის გამოცდილება გეშტალტ მიდგომის სფეროში 1996 წლიდან, EAGT-ს ნამდვილი წევრი 2007 წლიდან, ბავშვთა ფსიქოლოგების ასოციაციის წევრი, გეშტალტ ტრენინგის საინტეგრაციო ინსტიტუტის სატრენინგო პროგრამების ხელმძღვანელი 2008 წლიდან, ფსიქოთერაპიისა და ტრენინგის გილდიის სუპერვიზორთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გეშტალტ მოდალობის ხელმძღვანელი ОППЛ-ში, ИМАТОН-ის ინსტიტუტის პედაგოგი 2000 წლიდან.

✅ასევე, 8-9 მარტს, სანკტ-პეტერბურგის გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტის დირექტორმა, სერგეი კონდუროვმა, ჩაატარა 16 საათიანი ტრენინგი თემაზე “დეპრესიების გეშტალტ თერაპია”!

 

Image may contain: 4 people, people sitting and indoor   Image may contain: 4 people, people sitting and indoor Image may contain: 4 people, people sitting, child, stripes, shoes and indoor

Image may contain: 30 people, people smiling, people sitting, tree and outdoor

 

✅11-12 მაისს, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მოწვევით, ბუშეტში ჩატარდა 16 საათიანი ედუარდო სალვადორის მასტერკლასი ➡️„ კლინიკური გეშტალტთერაპია“

🔸ფსიქოტრავმის თეორია და პრაქტიკაImage may contain: 2 people, people sitting, child and table

🔸ფსიქოტრავმის ცერებრალური ინტეგრაციის ტექნიკები;

🔸სხეულზე მუშაობის და გეშტალტ ფსიქოდრამის ტექნიკები;

🔸ინტერ-რელატიური თვითცნობიერების განვითარებაზე მიმართულ ექსპერიმენტულ და პროცესუალური სესიები

👨🏻‍💼ედუარდო სალვადორი (ესპანეთი, ბარსელონა) – EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ტრენერი, განათლების სპეციალისტი და სახოგადო მოღვაწე.

Image may contain: 9 people, people smiling, people standing and indoor

✅13 მაისს ჩატარდა

🎉ქართული ეროვნული გეშტალტთერაპიული სკოლის მასტერკლასი:

👼ბავშვობის არაცნობიერი ფიქსირებული განწყობების ტრანსფორმაცია და აწმყოში კრეატიული მორგება. 🚩გამაოგნებელი აღმოჩენებით, ინსაიტებით და ცხადგრნობებით დამუხტულები

👏 დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის საავტორო ტრენინგის დასასრულს.

Image may contain: 3 people, people sitting and shoes  Image may contain: 2 people, people sittingImage may contain: 13 people, people smiling, people sitting and indoor